ავტორიზაცია

მალდინი: "კლუბებს ვუთხარი, ტყუილად დრო არ დაკარგონ, მაგრამ ხელშეუხებელი ფეხბურთელები არ გვყავს"

მალდინი: "კლუბებს ვუთხარი, ტყუილად დრო არ დაკარგონ, მაგრამ ხელშეუხებელი ფეხბურთელები არ გვყავს"
თარიღი 25 სექ 2022, 21:34

„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ, გუნდში ტეო ერნანდესის მოყვანა გაიხსენა.

„ჩემი პირველი სრულფასოვანი შენაძენი კრუნიჩი იყო, რომელთან შეთანხმებაც წინა სეზონიდან გვქონდა. ერნანდესის შემთხვევაში, ჯერ ყველაფერი „რეალთან“ შევათანხმეთ, შემდეგ კი ტეოს ისე დაველაპარაკე, როგორც ამას ჩემ შვილთან გავაკეთებდი.

ჩემი ურთიერთობა ფეხბურთელებთან რაღაც მომენტში მამაშვილურის შთაბეჭდილებას ტოვებს. კარგად მესმის, რა სირთულეებს შეიძლება ისინი ამ ასაკში წააწყდნენ.

ლეაუს გარდა, არიან თუ არა ფეხბურთელები, რომელთა გაყიდვაც გასულ ზაფხულს იუარეთ?

დიახ, სხვა კლუბებს ვუთხარი, რომ სჯობს, საკუთარი დრო არ დაკარგონ.

ტეოზეა საუბარი?

ეს თქვენ თქვით, მე არა. ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ შემოთავაზებები მის გარდა სხვა ფეხბურთელებზეც გვქონდა.

ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობა არ გვაქვს, ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი მწყობრშია. თუმცა, არც ისეთი მოთამაშეები გვყავს, რომელთა გაყიდვაც აკრძალულია.“ - აღნიშნა ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა.