ავტორიზაცია

"17 გოლის მიუხედავადაც არასდროს გამოვუძახებივარ", - სიმეონე არგენტინის ნაკრებში ვერ მოხვედრით განაწყენებულია

"17 გოლის მიუხედავადაც არასდროს გამოვუძახებივარ", - სიმეონე არგენტინის ნაკრებში ვერ მოხვედრით განაწყენებულია
თარიღი 25 სექ 2022, 21:39

„ნაპოლის“ ფორვარდმა, ჯოვანი სიმეონემ, არგენტინის ნაკრებში გამოძახების სურვილი გამოთქვა.

„მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად გამგზავრებას ძალიან ვისურვებდი, მაგრამ არასდროს არ გამოვუძახებივარ, მიუხედავადი მისა, რომ შარშან სერია ა-ში 17 გოლი გავიტანე.

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ერთხელაც, ნაკრებში ჩემი ადგილიც მოიძებნება.“ - აღნიშნა დიეგო სიმეონეს შვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სიმეონე სეზონის სტარტზე „ვერონადან“ ერთი წლით 3 მილიონ ევროდ ინათხოვრა, მისი გამოსყიდვა კი სეზონის ბოლოს 12 მილიონად შეეძლება.

ნეაპოლურ გუნდში 27 წლის ფორვარდმა 6 მატჩში მოედანზე 190 წუთი გაატარა და 2 გოლის გატანა მოასწრო.