ავტორიზაცია

რამდენად რეალურია მესის დაბრუნება ბარსელონაში და რა პოზიცია უკავია კატალონიელთა ხელმძღვანელობას?

რამდენად რეალურია მესის დაბრუნება ბარსელონაში და რა პოზიცია უკავია კატალონიელთა ხელმძღვანელობას?
თარიღი 25 სექ 2022, 21:43

„ბარსელონას“ სურს, რომ ლეო მესი მომდევნო ზაფხულს გუნდში დაბრუნდეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსას“ არგენტინელის გადაბირება 2023 წლის ზაფხულში სურს, როცა მას „პსჟ-სთან“ კონტრაქტი ამოეწურება. თუმცა, ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მესი ხელფასის საგრძნობლად დაკლებას დათანხმდება.

„ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მესის მშობლიურ გუნდში დაბრუნება ენდომება. მეტიც, კატალონიელთა აზრით, ფინანსური თვალსაზრისით ლეოსთან შეთანხმება მარტივი იქნება და არგენტინელი სასტარტოში გარანტირებულ ადგილს არ მოითხოვს.

ჟოან ლაპორტას აზრით, ლეო „ბარსელონას“ განახლებულ შემადგენლობასთან ერთად მუშაობით ძალიან კმაყოფილი და გახარებული იქნება.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ფორვარდმა 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა „პსჟ-ს“ მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში.