ავტორიზაცია

დღევანდელ მატჩში გატანილი გოლით ლუკა მოდრიჩმა ორი ისტორიული შედეგი დააფიქსირა

დღევანდელ მატჩში გატანილი გოლით ლუკა მოდრიჩმა ორი ისტორიული შედეგი დააფიქსირა
თარიღი 25 სექ 2022, 23:55

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, ხორვატიის ნაკრების ისტორიაში გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა.

ფეხბურთელმა ავსტრიასთან ერთა ლიგის მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, როცა ნიკოლო ვლაშიჩის პასით ისარგებლა და თავისი ნაკრები დააწინაურა.

მოდრიჩმა, რომელიც ამ მომენტისთვის 37 წლისა და 16 დღისაა, ნიკო კოვაჩის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც ხორვატიის ნაკრების მაისურით გოლი 36 წლის და 327 დღის ასაკში გაიტანა.

გარდა ამისა, ლუკამ დარიო სრნას გადაუსწრო და თავისი ნაკრების ისტორიაში მე-5 საუკეთესო ბომბარდირი ერთპიროვნულად გახდა, მის ანგარიშზე 23 გოლია.

მოდრიჩზე წინ მხოლოდ ედუარდო და სილვა (29), ივან პერიშიჩი (32), მარიო მანკუნიჩი (33) და დავორ შუკერი (45) არიან.