ავტორიზაცია

"პრემიერ ლიგის მე-20 გუნდს უფრო მაღალი ბიუჯეტი აქვს ვიდრე მილანს "- პაოლო მალდინი

"პრემიერ ლიგის მე-20 გუნდს უფრო მაღალი ბიუჯეტი აქვს ვიდრე მილანს "- პაოლო მალდინი
თარიღი 26 სექ 2022, 00:45

"მილანის" ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინის განცხადებით, იტალიურ გუნდს ინგლისის პრემიერ ლიგის  გუნდებთან ფინანსურად კონკურენცია უჭირს.

"პრემიერ ლიგის მე-20 გუნდს ჩვენზე მაღალი ბიუჯეტი აქვს. დღეს მათ ბაზარზე კონკურენცია ძალიან რთულია. მილანი ვერასოდეს გასცდება თავის ეკონომიკურ საზღვრებს.

ჩემპიონთა ლიგის მოგება? მილანში ამბიციურები უნდა ვიყოთ“, - თქვა როსონერის ტექნიკურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლების სეზონის შედეგების შემდეგ, მილანმა 11 წლის განმავლობაში პირველად მოიგო იტალიის ჩემპიონატი. მიმდინარე სეზონში სტეფანო პიოლის გუნდმა ტურნირის შვიდ მატჩში 14 ქულა მოაგროვა და მეხუთე ადგილზეა და ცხრილის ლიდერ ნაპოლის სამი ქულით ჩამორჩება.