ავტორიზაცია

ბორუსია ბელინგემს 93 მილიონად შეელევა - მთავარი კანდიდატი ინგლისური კლუბია

ბორუსია ბელინგემს 93 მილიონად შეელევა - მთავარი კანდიდატი ინგლისური კლუბია
თარიღი 26 სექ 2022, 11:37

დორტმუნდის "ბორუსია" მზადაა ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 93 მილიონ ევროდ გაყიდოს. 

ინგლისელი ფეხბურთელის დამატების მთავარ პრეტენდენტად მანჩესტერ "სიტი" სახელდება, რომელიც დარწმუნებულია, რომ მანჩესტერ "იუნაიტედთან" და "ლივერპულთან" მოთამაშისთვის ბრძოლაში გამარჯვებას შეძლებს. ამის შესახებ The Sun იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში სამი გოლი გაიტანა. მხარეებს შორის ხელშეკრულებას ვადა კი 2025 წელს ეწურება.

ბელინგჰემის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 2020 წლის ნოემბერში შედგა და დღემდე ნაკრებში 16 მატჩი ჩაატარა.