ავტორიზაცია

"საუკეთესო მოგონება რეალში? შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ..."- რიკარდო კაკა

"საუკეთესო მოგონება რეალში? შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ..."- რიკარდო კაკა
თარიღი 26 სექ 2022, 12:30

ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ მადრიდის "რეალში" საუკეთესო მოგონებებზე ისაუბრა.

"საუკეთესო მოგონება რეალში? შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კლუბიდან წასვლის დღე მირჩევნია, რადგან ველაპარაკე ფლორენტინოს და მან მითხრა, რომ ისინი დიდ პროფესიონალად მიმიჩნევდნენ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მადრიდის "რეალში" შესანიშნავი შედეგების მისაღწევად, მაგრამ ტრავმები და მცირე სათამაშო დრომ, რომელსაც მწვრთნელმა მაძლევდა, ამის საშუალება არ მომცა.

ეს იყო დიდი კმაყოფილება, რადგან ვგრძნობდი, რომ კლუბის კარი ღია იყო. ამიტომ ვერასოდეს გაიგონებთ ჩემს ცუდ საუბარს მადრიდის რეალზე ან ჟოზე მოურინიოზე. სინამდვილეში, როცა წელს პარიზში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფლორენტინოს შევხვდი, ჩავეხუტეთ“, - თქვა კაკამ.

შეგახსენებთ, რომ კაკა მადრიდის "რეალში" 2009 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა.