ავტორიზაცია

ლეო მესი მბაპეზე: "ის მხეცია, მომავალ სეზონებში აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება"

ლეო მესი მბაპეზე: "ის მხეცია, მომავალ სეზონებში აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება"
თარიღი 26 სექ 2022, 12:42

პსჟ-ს თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ თავისი თანაგუნდელის - ფრანგი თავდამსხმელის კილიან მბაპეს ძლიერ მხარეებზე ისაუბრა .

"მბაპე განსხვავებული ფეხბურთელია. მხეცი, რომელიც ძლიერია ერთ-ერთზე თამაშში. კილიანი ძალიან სწრაფია, ის ბევრ გოლს გაიტანს. მბაპე იდიალური მოთამაშეა და ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდა და მომავალ სეზონებში ის აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება“, - თქვა მესიმ.

23 წლის მბაპემ მაისში პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ცხრა მატჩში კილიანმა 10 გოლი გაიტანა.

35 წლის მესის და პსჟ-ს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ძალაშია. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.