ავტორიზაცია

იუვენტუსი პრემიერ ლიგის კლუბებს დუშან ვლაჰოვიჩს არ მიჰყიდის

იუვენტუსი პრემიერ ლიგის კლუბებს დუშან ვლაჰოვიჩს არ მიჰყიდის
თარიღი 26 სექ 2022, 13:36

"იუვენტუსის" თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი ინგლისური კლუბების ინტერესის მიუხედავად ტურინულ გუნდში თამაშს გააგრძელებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ Twitter-ზე დაწერა.

ამჟამად, "იუვენტუსი" დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვას არ განიხილავს. ის "ბებერი ქალბატონისთვის" ერთ-ერთი ძვირადღირებული შენაძენი იყო და კლუბი დარწმუნებულია, რომ ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

22 წლის ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" "ფიორენტინადან" 2022 წლის იანვარში 81,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ახალ გუნდში თავდამსხმელმა 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელს კლუბთან  ხელშეკრულებას 2026 წელს ეწურება.

მიმდინარე სეზონში "იუვენტუსმა" იტალიის სერია A-ს შვიდ მატჩში 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა.