ავტორიზაცია

VIDEO: 0:2, 3:2, 3:3 - ინგლისმა და გერმანიამ უემბლიზე საოცარი სანახაობა შემოგვთავაზეს

თარიღი 27 სექ 2022, 01:19

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-6 ტურში ინგლისმა და გერმანიამ ნამდვილი თრილერი მოაწყვეს.

შეხვედრა უემბლიზე გაიმართა და ფრედ, 3:3 დასრულდა.

ექვსივე გოლი მატჩის მე-2 ნახევარში გავიდა - 52-ე და 67-ე წუთებზე, გიუნდოგანის და ჰავერცის გოლებით გერმანია წინ ორი ბურთით გაიჭრა, თუმცა 72, 75 და 83-ე წუთებზე შოუმ, მაუნტმა და კეინმა სამი გოლის გატანა შეძლეს და მატჩი თავდაყირა დააყენეს.

თუმცა, საბოლოო სიტყვა მატჩში მაინც გერმანიამ თქვა - 87-ე წუთზე ჰავერცმა დუბლი შეასრულა და გერმანია მარცხს გადაარჩინა

ამრიგად, მე-3 ჯგუფი იტალიის გამარჯვებით დასრულდა და გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, გერმანიამ 7 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა, ინგლისისთვის კი ჯგუფურმა ეტაპმა მოუგებლად ჩაიარა და გუნდი 3 ქულით B დივიზიონში დაქვეითდა.