სანიოლი: "ჩვენს ერთ ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ჩაეძინა და მართლა ასე იყო"
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"თამაშამდე გათავისებული გვქონდა, რომ ხელოვნურ საფარზე ვითამაშებდით. პირველ ტაიმში კარგად გამოვედით, რასაც ვერ ვიტყვი მეორეზე.
შეიძლება ითქვას, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოავლინეს.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს თამაშობ და ვის ეთამაშები, ყველა მატჩში მოედანზე მოტივირებული უნდა გახვიდე.
ერთ მოთამაშეზე ვთქვი, რომ დაეძინა და ეს მართლაც ასე იყო. მას ყველაფერს პირად საუბარში ვეტყვი", - განაცხადა სანიოლმა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი