ავტორიზაცია

პარედესი მბაპეზე არ საუბრობს: " ვერაფერს ვიტყვი მათზე, ვისთანაც ურთიერთობა არ მქონია"

პარედესი მბაპეზე არ საუბრობს: " ვერაფერს ვიტყვი მათზე, ვისთანაც ურთიერთობა არ მქონია"
თარიღი 27 სექ 2022, 12:47

პსჟ-ს ყოფილმა ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა კილიან მბაპეზე საუბარზე უარი თქვა .

"მასზე ვერ ვილაპარაკებ. მე მქონდა კავშირი პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელთან, მქონდა მათთან ურთიერთობა. მაგრამ ვერაფერს ვიტყვი მათზე, ვისთანაც ურთიერთობა არ მქონია“, - თქვა პარედესმა.

აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია , რომ მბაპემ სთხოვა პარი სენ-ჟერმენის პრეზიდენტს , ნასერ ალ-ხელაიფის, კლუბიდან არგენტინელები გაეშვა. ამ სიაში ლიონელ მესი, ანხელ დი მარია, მაურო იკარდი და  ლეანდრო პარედესი შედიოდნენ.

ზაფხულში დი მარია და პარედესი იუვენტუსში გადაბარგდნენ, იკარდი კი იჯარის წესით გალათასარაიში გადავიდა.