ავტორიზაცია

ჩელსის 35 წლის ექს-ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

ჩელსის 35 წლის ექს-ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
თარიღი 27 სექ 2022, 21:33

ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

„ჩემი ოცწლიანი კარიერის გადახედვის შემდეგ, უნდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად კმაყოფილი ვარ იმით, რის მიღწევაც მოვახერხე და როგორ ადამიანადაც ვიქეცი.“ - აღნიშნა 35 წლის ნიგერიელმა.

ყველაზე მეტად ობი მიკელი „ჩელსიში“ თამაშით არის ცნობილი (2006-2017), ლონდონურ გუნდთან ერთად მან სამჯერ მოიგო ინგლისის თასი, ორჯერ პრემიერ ლიგა, თითო-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი, ევროპა ლიგა და ინგლისის სუპერთასი.

გარდა ამისა, მას ასევე „ლუნში“, „ტიაცინ ცზიმენში“, „მიდლსბროში“, „სტოკში“ და „ტრაბზონში“ აქვს ნათამაშები.