ავტორიზაცია

"ზედმეტ ხმაურს ქმნის და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს", - პსჟ-ს ექს-მეკარემ მბაპეს ქცევა დაიწუნა და გაფრთხილებაც მისცა

"ზედმეტ ხმაურს ქმნის და ძალიან ფრთხილად უნდა იყოს", - პსჟ-ს ექს-მეკარემ მბაპეს ქცევა დაიწუნა და გაფრთხილებაც მისცა
თარიღი 27 სექ 2022, 21:57

„პსჟ-ს“ ექს-მეკარემ, ჟერომ ალონზომ კილიან მბაპეს უარყოფით თვისებებზე ისაუბრა.

„პრობლემა იმაშია, რომ მბაპე ამ ეტაპზე თავის უარყოფით სპორტულ თვისებებს უბრუნდება - ის კარის წინ ნაკლებად მწვავეა, ყოველთვის ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს და ხშირად პრესასთან სალაპარაკოდ ბრუნდება.

აქაც, ის ხმაურიან განცხადებებს აკეთებს და ზედმეტად დიდ ხმაურს ქმნის. მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი რჩება და ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ კატასტროფული ევრო 2020 არ გაიმეოროს, სადაც საფრანგეთი 1/8-ფინალში გავარდა.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ ექს-მეკარემ.

პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, პრესაში ბევრჯერ დაიწერა, რომ ფრნაგი ფეხბურთელი გუნდში ტოქსიკური ატმოსფეროს ქმნის და ბევრი რამით უკმაყოფილოა.