ავტორიზაცია

მიულერი: "მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებისთვის მისაბაძი მაგალითი რეალი უნდა იყოს"

მიულერი: "მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებისთვის მისაბაძი მაგალითი რეალი უნდა იყოს"
თარიღი 27 სექ 2022, 22:01

თომას მიულერმა 2022 წლის მუნდიალის წინ, გერმანიის ნაკრებისთვის მთავარ მაგალითად მადრიდის „რეალი“ მოიხსენია.

„მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ კარგ პოზიციაში ვართ და ყველაფერს ვიღებთ. ვნახოთ, რა შედეგები მოჰყვება. ასე ვიტყვი, ჩვენთვის მთავარი მაგალითი მადრიდის „რეალი“ უნდა იყოს.

ბევრ მწვრთნელთან მაქვს ნამუშევარი, მათ შორის - კარლო ანჩელოტისთანაც, რომელსაც საერთაშორისო არენაზე ყველაზე მეტი აქვს მოგებული. როცა რაღაც რიგზე ვერ არის, თავდაჯერებულობა არ უნდა დაკარგო და კიდევ სცადო.

ვიღაცას შეიძლება 67-ე წუთისთვის ტელევიზორი გამოერთო (იმდროისთვის გერმანია ინგლისს 2:0-ს უგებდა, მატჩ კი 3:3 დასრულდა) და დაეძინა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ ეიფორიაში მყოფს (იცინის). 

მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სამი გაშვებული გოლის შემდეგ დავბრუნდით. ამას ფსიქოლოგიის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, საქმე ასეა: 2:0 მიგყავს, შემდეგ უპირატესობას კარგავ, მაგრამ ამის მიუხედავად ანგარიშს ათანაბრებ, თანაც „უემბლიზე“.

ეს კარგ შეგრძნებებს გვიტოვებს. მაგრამ შთაბეჭდილებები, რომლებიც ამ მატჩის შემდეგ გვქონდა, არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ ჩავატარებთ ჩვენს პირველ მატჩს მსოფლიო ჩემპიონატზე.“ - აღნიშნა მიულერმა.