ავტორიზაცია

სიტის და ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა

სიტის და ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა
თარიღი 27 სექ 2022, 22:47

ფაბიან დელფმა კარიერის დასრულების განცხადება გააკეთა.

„მაშ ასე, დღეს წასვლის განცხადებას ვაკეთებ ისე, რომ არაფერს ვგრძნობ, გარდა სიხარულის და ბედნიერებისა, რომელიც ამ შესანიშნავმა თამაშმა მაჩუქა.

უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ფეხბურთელებს და უნიკალური კლუბების თანამშრომლებს, რომელთა წარმოდგენიც ფუფუნებაც მივიღე.

ასევე, მადლობას ვუხდი გულშემატკივრებსაც იმ თანადგომისთვის, რომლითაც დამასაჩუქრეს.“ - წერს 32 წლის ინგლისელი.

დელფი „ლიდსში“, „ასტონ ვილაში“, „მან სიტიში“ და „ევერტონში“ ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, ინგლისის ნაკრებში მან 20 მატჩის ჩატარება მოასწრო.