ავტორიზაცია

ოფიციალურად: ერთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა

ოფიციალურად: ერთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა
თარიღი 28 სექ 2022, 19:01
მას შემდეგ, რაც პორტუგალია - ესპანეთის შეხვედრა ფურია როხას მინიმალური გამარჯვებით (1:0) დასრულდა, ერთა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილი გახდა. 

 ტიტულისთვის 2023 წლის ზაფხულში იტალია, ხორვატია, ნიდერლანდები და ესპანეთი იბრძოლებენ. ნახევარფინალური მატჩები 2023 წლის 14 და 15 ივნისს გაიმართება, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი კი - 18 ივნისს. 

 ჯერჯერობით არ არის ცნობილი კონკრეტული ადგილი, სადაც ეს მატჩები გაიმართება - მასპინძლობის სურვილი ბელგიამ, პოლონეთმა, ჰოლანდიამ და უელსმა გამოთქვეს და უეფა გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვარში მიიღებს. 

 შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრებია, რომელმაც წინა წლის ფინალში ესპანეთს 2:1 მოუგო და ტიტულს ისტორიაში პირველად დაეუფლა.