ავტორიზაცია

"ტუნისელი ფეხბურთელები თითქოს ყველაფერს ცდილობდნენ, რათა ნეიმარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წასულიყო "- ტიტე

"ტუნისელი ფეხბურთელები თითქოს ყველაფერს ცდილობდნენ, რათა ნეიმარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წასულიყო "- ტიტე
თარიღი 28 სექ 2022, 13:10
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ტუნისის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ (5:1) აღნიშნა, რომ ტუნისელი ფეხბურთელები ნეიმარის წინააღმდეგ მიზანმიმართულად უხეშ თამაშს ცდილობდნენ. 

"ვიცოდით, რომ მეტოქე ბოლომდე იბრძოლებდა, მაგრამ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ნეიმარის მიმართ ასეთი აგრესია იქნებოდა. თითქოს ყველაფერს ცდილობდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ წასულიყო. 

თამაშის წყურვილი არ იძლევა ამხანაგური მატჩების უემოციოდ ჩატარების საშუალებას, ამიტომ გავრისკეთ, მაგრამ ეს მართლაც საშიში იყო“, - თქვა ტიტემ. 

 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 13 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.