ავტორიზაცია

მესიმ მალაიზიელ ფეხბურთელს გადაუსწრო და სანაკრებო დონეზე ბომბარდირთა შორის მე-3 ადგილზე დაწინაურდა

მესიმ მალაიზიელ ფეხბურთელს გადაუსწრო  და სანაკრებო დონეზე ბომბარდირთა შორის მე-3 ადგილზე დაწინაურდა
თარიღი 28 სექ 2022, 13:44
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 90-ე გოლი გაიტანა და ეროვნული ნაკრებების ბომბარდირებს შორის მე-3 ადგილზე დაწინაურდა.

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა იამაიკასთან ამხანაგურ მატჩში (3:0) დუბლი შეასრულა. "პსჟ"-ს თავდამსხმელმა ნაკრებში 89-ე და 90-ე გოლები გაიტანა და მალაიზიელ მოხტარ დაჰარის (89) გადაუსწრო.

მესიმ არგენტინის ნაკრებში 164 მატჩი აქვს ჩაატარებული. ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზეა ალი დაი (ირანი) - 109 გოლი 148 თამაშში. რეკორდსმენი კი - კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 117 გოლი 189 თამაშში გახლავთ.

 შეგახსენებთ, რომ ლიონენ მესიმ 2022 წელს არგენტინის ნაკრების რიგებში 19 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.