ავტორიზაცია

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 75 გოლი გაიტანა - პელეს რეკორდამდე მხოლოდ ორი გოლია

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრებში 75 გოლი გაიტანა - პელეს რეკორდამდე მხოლოდ ორი გოლია
თარიღი 28 სექ 2022, 13:58
ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში ორი გოლი დარჩა, რათა პელეს რეკორდი გაუთანაბრდეს. 

"პსჟ"-ს შემტევმა ტუნისთან ამხანაგური მატჩის 29-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ახლა 30 წლის ფეხბურთელს ნაკრებში 75 გოლი აქვს. პელემ ბრაზილიის ნაკრებში 77 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" მაისურით 13 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.