ავტორიზაცია

შემდეგ შეხვედრაში კვარაცხელია განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშებს?

შემდეგ შეხვედრაში კვარაცხელია განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშებს?
თარიღი 28 სექ 2022, 14:35
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი“ "ტორინოს'“ დაუპირისპირდება. იტალიური მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშოს.

Corriere del Mezzogiorno ცნობით, ნეაპოლეთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ფიქრობს, რომ ტურინელთა წინააღმდეგ ქართველი შემტევი, მარცხენა შემტევის ნაცვლად მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გამოიყენოს.

ამის მიზეზი კი ის შეიძლება გახდეს, რომ სპალეტის გუნდს მატეო პოლიტანო გამოაკლდა და ირვინგ ლოზანო იდიალური ფორმისგან შორსაა. 

გამოცემის მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ იტალიელი სპეციალისტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მარცხენა შემტევის პოზიციაზე, ჯაკომო რასპადორი ან ელიფ ელმასი ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.