ავტორიზაცია

რიჩარლისონმა ისაუბრა გულშემატკივარზე, რომელმაც მას ბანანი ესროლა: "უნდა მოიძებნოს და დაისაჯოს"

რიჩარლისონმა ისაუბრა გულშემატკივარზე, რომელმაც მას ბანანი ესროლა: "უნდა მოიძებნოს და დაისაჯოს"
თარიღი 28 სექ 2022, 15:12
ბრაზილიელიის ნაკრების და "ტეტენჰემის" თავდამსხმელი რიჩარლისონი ტუნისთან ამხანაგურ მატჩზე (5:1) გულშემატკივართა მიერ ბანანის სროლას გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, რომ "პარკ დე პრენსზე" გამართული თამაშის დროს რიჩარლისონს ტრიბუნებიდან ბანანი ესროლეს. ეს მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მეორე გოლს ზეიმობდა. 

"მადლობა ღმერთს, რომ ეს არ მინახავს. იმიტომ რომ არ ვიცი ემოციურად რისი გაკეთება შემეძლო. ეს გულშემატკივარი უნდა მოიძებნოს და დაისაჯოს. რთული მდგომარეობაა. 

ყველამ დაინახა, რა დაემართა ვინიციუსს ახლახანს. ახლა კი ასეთი რამ, სტადიონზე ხდება. ხელისუფლებამ მოძებნოს და დასაჯოს ეს გულშემატკივარი. ეს ინციდენტი ხალხისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს“, - თქვა რიჩარლისონმა.