ავტორიზაცია

"კვარაცხელია ვარჯიშებზე გვაიძულებს, რომ... "- ჯოვანი დი ლორენცო

"კვარაცხელია ვარჯიშებზე გვაიძულებს, რომ... "- ჯოვანი დი ლორენცო
თარიღი 28 სექ 2022, 15:48
"ნაპოლის" კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ნეაპოლური გუნდის პერსპექტივებზე ისაუბრა. 

29 წლის მარჯვენა მცველს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰკითხეს. მისი განცხადებით, ხვიჩა ყველა თავის თვისებას ავლენს და ასე უნდა გააგრძელოს.

"რას ვფიქრობ კვარაცხელიაზე? ის რა თქმა უნდა აჩვენებს ყველა საუკეთესო თვისებას, მატჩზეც და ვარჯიშზეც მაქსიმუმს აკეთებს, რის გამოც ვალდებულს გვხდის ვარჯიშზე მაქსიმუმი გავაკეთოთ.

მან ასე უნდა გააგრძელოს, მაგრამ ასევე იმ მომენტებში, როდესაც საქმე არც ისე კარგად მიდის, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ ყველა პრობლემა დავძლიოთ. ",- თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.


ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი