ავტორიზაცია

The Guardian-მა ლუკა პარკაძე ტოპ 60 ტალანტს შორის შეიყვანა

The Guardian-მა ლუკა პარკაძე ტოპ 60 ტალანტს შორის შეიყვანა
თარიღი 28 სექ 2022, 17:38
ავტორიტეტულმა გამოცემა The Guardian-მა 2005 წელს დაბადებული 60 ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის რეიტინგი გამოაქვეყნა.

საუკეთესო 60 პერსპექტიულ მოთამაშეში ერთი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის თბილისის "დინამოს" 17 წლის ნახევარმცველზე ლუკა პარკაძეს ვხედავთ.

"პარკაძე ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია, ბევრი გამორჩეული უნარით. თანაბარი სიძლიერით შეუძლია რვიანზე, ათიანზე და ფლანგზე თამაში. როდესაც მის თამაშს უყურებთ, თქვენ ხედავთ მის დრიბლინგს, იმას თუ რამდენად მარტივად ატყუებს მცველებს და როგორი საკვანძო გადაცემის პასის გაკეთების თუ გოლის გატანის უნარი აქვს. 

ბაიერნის კემპის დირექტორმა, იოხენ ზაუერმა თქვა: ჩვენი სკაუტები მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ლუკამ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ მოხარულები ვართ, კონტრაქტი გავაფორმეთ ასეთ ფეხბურთეთან. ",- ვკითხულობთ The Guardian-ის სტატიაში. 

შეგახსენებთ, რომ პარკაძე მომავალი სეზონიდან მიუნჰენის "ბაიერნში" ითამაშებს. ქართველმა ტალანტმა გერმანულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.