ავტორიზაცია

კარიმ ბენზემამ ლა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის სამი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო

კარიმ ბენზემამ ლა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის სამი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო
თარიღი 28 სექ 2022, 19:01
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ლა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის სამი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო, იტყობინება Marca.

ავტორიტეტული სპორტული გამოცემის მიერ ყოველწლიურად გამართულ ცერემონიაზე ფრანგ ფეხბურთელს მიენიჭა სეზონის საუკეთესო ბომბარდირის, სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულები და ასევე, გულშემატკივრის აზრით, სეზონის მოთამაშის პრიზი. 

გასულ სეზონში ბენზემა მადრიდის "რეალთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ბომბარდირთა დავაც მოიგო. მან  27 გოლი გაიტანა მოახერხა. 

ბენზემამ ამ სეზონში მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.