ავტორიზაცია

კვარაცხელია და მამარდაშვილი ათეულში - პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

კვარაცხელია და მამარდაშვილი ათეულში - პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
თარიღი 28 სექ 2022, 19:09
ავტორიტეტულმა გერმანულმა სტატისტიკურმა ცენტრმა Transfermarkt-მა ევროპული ჩემპიონატების უდიდეს ნაწილში ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

ამ დროისთვის, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ. მისი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიური "ნაპოლის" შემტევი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახლავთ. კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ვისაც ათეულში ვხვდებით, "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომლის სატრანსფერო ფასი რამდენიმე დღის წინ გაიზარდა და 20 მილიონ ევროს შეადგენს.

ტოპ 20 ფეხბურთელის სია შემდეგნაირად გამოიყურება:

1) ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლი", 35 მილიონი ევრო
2) ოლექსანდრ ზინჩენკო "არსენალი", 32 მილიონი ევრო
3) რუსლან მალინოვსკი "ატალანტა", 28 მილიონი ევრო
4) ვიქტორ ციგანკოვი "კიევის დინამო", 25 მილიონი ევრო
5) ალექსანდრ გოლოვინი "მონაკო", 25 მილიონი ევრო
6) გიორგი მამარდაშვილი "ვალენსია", 20 მილიონი ევრო
7) ვიქტორ მიკოლენკო "ევერტონი", 18 მილიონი ევრო
8) მატვეი საფონოვი "კრასნოდარი", 16 მილიონი ევრო
9) არსენ ზახარიანი "მოსკოვის დინამო", 15 მილიონი ევრო
10) ილია ზაბარნი "კიევის დინამო", 15 მილიონი ევრო 
11) მიხაილო მუდრიკი "შახტარი", 15 მილიონი ევრო
12) რომან იარემჩუკი "ბრიუგე", 15 მილიონი ევრო
13) დმიტრი ბარინოვი "ლოკომოტივი", 11 მილიონი ევრო
14) მიკოლა მატვიენლკო "შახტარი", 11 მილიონი ევრო
15) მიკოლა შაპარენკო "კიევის დინამო", 10 მილიონი ევრო
16) ალექსეი მირანჩუკი "ტორინო", 10 მილიონი ევრო
17) გეორგი ბუშჩანი "კიევის დინამო", 10 მილიონი ევრო
18) ედუარდ სპეტსიანი "კრასნოდარი", 9 მილიონი ევრო
19) დანიელ ფომინი "მოსკოვის დინამო", 9 მილიონი ევრო
20) დალერ კუზიაიევი "ზენიტი", 9 მილიონი ევრო