ავტორიზაცია

ლეონიდ სლუცკი ხვიჩაზე: "მან არ იცოდა როგორ გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები"

ლეონიდ სლუცკი ხვიჩაზე: "მან არ იცოდა როგორ გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები"
თარიღი 28 სექ 2022, 20:19
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანურ კლუბში პირველივე ვარჯიშზე შეექმნა.

"პირველად რომ ვნახე, მივხვდი, რომ ეს იყო დიდი ბრილიანტი, საოცარი ნიჭით. მაგრამ, როგორც ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს, მასაც ჰქონდა თავისი სპეციფიკური ქცევები. პირველ ვარჯიშზე კვარაცხელია ერთ-ერთ მოთამაშეს შეეჯახა, დაეცა და ტირილი დაიწყო. ძალიან გამიკვირდა, რადგან ფეხბურთი ბიჭების და არა კაცების თამაშია. ასე რომ, ეს იყო პირველი პრობლემა - ტკივილის აუტანლობა.

მეორე პრობლემა ის არის, რომ მან არ იცოდა როგორ გამოეყენებინა თავისი საუკეთესო თვისებები. კვარაცხელია დრიბლინგს ყველგან იყენებდა: თავისუფალ ზონებში, არათავისუფალ ზონებში, წინ, უკან, ერთი, ხუთი მოთამაშის წინააღმდეგ - არ აქვს მნიშვნელობა, აბსოლუტურად ყველგან. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა - ის ყოველთვის ცდილობდა ფეხბურთელებთან კონტაქტის თავიდან აცილებას.

ეს პრობლემაა, რადგან თუ თქვენ გაქვთ ფანტასტიკური დრიბლინგი, მაშინ მაინც უნდა შეხვიდეთ მოწინააღმდეგესთან ორთაბრძოლაში. ამის გამო ის ნაადრევად ცდილობდა დრიბლინგს ან მეტისმეტად დარბოდა. ამიტომ, კვარაცხელიასთვის სპეციალური პროგრამა გავაკეთეთ, ბევრი ვისაუბრეთ, ტაქტიკის ინდივიდუალურ გაკვეთილებს მივაქციეთ ყურადღება“, - განაცხადა სლუცკიმ.