ავტორიზაცია

"ბარსელონასა და ატლეტიკოში მითხრეს ქართველიაო..." - რის გამო დაიწუნეს მამარდაშვილი გრანდებში

"ბარსელონასა და ატლეტიკოში მითხრეს ქართველიაო..." - რის გამო დაიწუნეს მამარდაშვილი გრანდებში
თარიღი 28 სექ 2022, 23:59
ესპანელმა საფეხბურთო აგენტმა ანტონიო ლოპესმა საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა.

"მას ერთი წელი ვაკვირდებოდი. გადაწყვეტილება ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "გრანადასთან" მატჩის შემდეგ მივიღე.

მისი მენტალიტეტი 19 წლის ასაკში დავინახე. მისი შეძენა "ატლეტიკოს", "ბარსელონას", "ვილიარიალს" და "ბეტისს" შევთავაზე, ისინი მეუბნებოდნენ ქართველიაო. დარწმუნებული ვარ დღეს ნანობენ. ",- თქვა ლოპესმა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 შეხვედრა ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა ორჯერ შეძლო. მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის ვერსიით 20 მილიონ ევროს შეადგენს.