ავტორიზაცია

ოქროს ბურთის ნომინანტი? - სლუცკის კომენტარი ხვიჩაზე

ოქროს ბურთის ნომინანტი? - სლუცკის კომენტარი ხვიჩაზე
თარიღი 29 სექ 2022, 00:26
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში "ნაპოლის" 21 წლის თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

-ფიქრობ, რომ კვარა შეიძლება გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე - შესაძლოა, კიდევ რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ? შესაძლებელია, რომ ერთ დღეს ის მოხვდეს, მაგალითად, ოქროს ბურთის საუკეთესო 20 ნომინანტში?

-ასე მგონია, რადგან, როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვთქვი , მის შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია. ის სწრაფი და ჭკვიანია, მას შეუძლია დრიბლინგი ორივე ფლანგზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი შეუძლია, ფიზიკის მხრივაც ძალიან კარგია. მას შეუძლია დაცვაში უფრო ეფექტური გახდეს, ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ფეხბურთის დიდი ფანატიკოსია. ის ძალიან დიდი პროფესიონალია. მუშაობა რომ დავიწყეთ, ბავშვი იყო. ფეხბურთი მისთვის სათამაშოების მაღაზიას ჰგავდა. მაგრამ ახლა ფიზიკურ მომზადებაზე მუშაობს, ფიზიკურ მომზადებაზე პერსონალური მწვრთნელი დაიქირავა. 

ის მინდორზე ბავშვად რჩება, რადგან უყვარს ფეხბურთი, მიუხედავად კონტრაქტისა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პრემიები. მას უყვარს ფეხბურთი, ეს მის ცხოვრებაში პირველი სიყვარულია. და ვფიქრობ, რომ მას აქვს ძალიან მაღალი პოტენციალი, მას შეუძლია გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მსოფლიოში. Რატომაც არა? - განაცხადა რუბინის მთავარმა მწვრთნელმა.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი