საფრანგეთი მე-7, პორტუგალია მე-14 - ბრიტანულმა გამოცემამ მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა
ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა.
ფავორიტთა ათეულს სათავეში სამხრეთამერიკელები უდგანან - პირველ ადგილზე ბრაზილია, მეორეზე კი არგენტინა.
საინტერესოა, რომ ათეულში ვერ მოხვდა პორტუგალიის ნაკრები, რომელზე მაღალი შანსებიც, The Guardian-ის აზრით, სერბეთს აქვს:
1. ბრაზილია
2. არგენტინა
3. ესპანეთი
4. ნიდერლანდები
5. გერმანია
6. დანია
7. საფრანგეთი
8. ხორვატია
9. ინგლისი
10. სერბეთი
ბელგიის ნაკრებმა ამ სიაში მე-12 ადგილი დაიკავა, პორტუგალიამ კი - მე-14.