ავტორიზაცია

"ხშირად ვესაუბრები", - ბაიერნის დირექტორმა მანე დაიცვა, რომელსაც აგვისტოს შემდეგ არც გოლი აქვს და არც საგოლე პასი

"ხშირად ვესაუბრები", - ბაიერნის დირექტორმა მანე დაიცვა, რომელსაც აგვისტოს შემდეგ არც გოლი აქვს და არც საგოლე პასი
თარიღი 29 სექ 2022, 10:00
„ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, სადიო მანე დაიცვა, რომელსაც მიუნხენური გუნდის მაისურით გოლი 31 აგვისტოს შემდეგ არ გაუტანია.

ამ პერიოდში, სენეგალელ შემტევს არც საგოლე გადაცემა არ შეუსრულებია.

„სადიოს ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო, რომ ბუნდესლიგას შეეჩვიოს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. მე მუდმივად ვესაუბრები მას და ვიცი, როგორია, როცა გუნდის ახალწვეული ხარ - იცვლი ქვეყანას, ქალაქს და სრულიად განსხვავებულ საფეხბურთო კულტურაში ხვდები.

ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს, სულ მალე ის შეეჩვევა და ეს მოედანზეც გამოჩნდება. სადიო - მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მასთან მუშაობით სიამოვნებას ვიღებთ." - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს BILD.

სადიო მანე „ბაიერნში" „ლივერპულიდან" გასულ ზაფხულს გადავიდა.