ავტორიზაცია

"ეს სეზონი ძალიან რთული იქნება", - კარიმ ბენზემა მორიგი პრიზის მოგების შემდეგ

"ეს სეზონი ძალიან რთული იქნება", - კარიმ ბენზემა მორიგი პრიზის მოგების შემდეგ
თარიღი 29 სექ 2022, 10:05
მადრიდის „რეალის" კაპიტანს, კარიმ ბენზემას, გასული სეზონის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო გადასცეს და ამ დაჯილდოვებაზე, მან ამ სეზონზე ისაუბრა.

„ვამაყობ შესრულებული სამუშაოთი. ვფიქრობ, ეს სეზონი ძალიან რთული იქნება. ყოველთვის საუკეთესოს მიღწევას ვცდილობ და შესაბამისად, შევეცდები, უფრო მეტს მივაღწიო და მათ შორის - ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგო.

მინდა, ბევრი გოლი გავიტანო, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფეხბურთისაგან სიამოვნება მივიღო.

ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც თანაგუნდელების მადლიერი ვარ. მათ გარეშე, მე ახლა აქ არ ვიდგებოდი.

ყოველწელს ჩვენი კონკურენტებიც ცდილობენ ლა ლიგის მოგებას, მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს სეზონი, მაგრამ „რეალი" ძლიერია." - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურტელმა.

კარიმმა ბოლო რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, რომელიც ლიგაზე „სელტიკის" წინააღმდეგ მიიღო, თუმცა მის გარეშეც „რეალმა" ყველა ჩატარებული შეხვედრა მოიგო, მათ შორის - მადრიდული დერბი „ატლეტიკოს" წინააღმდეგ.