ავტორიზაცია

2023 წლის ზაფხულში იან ობლაკის შეძენისთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძოლებს

2023 წლის ზაფხულში იან ობლაკის შეძენისთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძოლებს
თარიღი 29 სექ 2022, 10:10
ლონდონის „ტოტენჰემი" აქტიურად ეძებს გოლკიპერს, რომელიც მომავალში უგო ლორისის ადგილს დაიკავებს.

Evening Standard-ის ინფორმაციით, „დეზების" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, გუნდის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის ახალი გოლკიპერის მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ლონდონელებისთვის ლორისის იდეალურ შემცვლელად მადრიდის „ატლეტიკოს" გოლკიპერი, იან ობლაკი მიაჩნიათ, რომლის შეძენასაც მომდევნო ზაფხულს შეეცდებიან.

თუმცა, როგორც ირკვევა, „ტოტენჰემის" გარდა ლორისს აქტიურად აკვირდება „მანჩესტერ იუნაიტედიც".

მადრიდის „ატლეტიკოსთვის" ობლაკი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ამიტომ, მისი შეძენა არც ისე მარტივი იქნება პრემიერ ლიგის ნებისმიერი გუნდისთვის.