ავტორიზაცია

მილანი ინგლისურმა გუნდებმა დააფრთხო - ახალი მსუყე კონტრაქტი ლეაუს

მილანი ინგლისურმა გუნდებმა დააფრთხო - ახალი მსუყე კონტრაქტი ლეაუს
თარიღი 29 სექ 2022, 11:15
იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანი" რაფაელ ლეუს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. პორტუგალიელი სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

Football Italia წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ფეხბურთელის ლონდონის "ჩელსიში" ან მანჩესტერ 
'სიტიში" გადასვლის შიშით.

23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდეა ძალაში, ამიტომ "როსონერის" სურს პორტუგალიელის თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკავრგვა თავიდან აირიდონ. 

"მილანს" შეეძლო გარიგება შარშან, წელიწადში 4 მილიონ ევროდ დაეხურა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატში კლუბის გამარჯვებისა და ინგლისური გუნდების ფეხბურთელით დაინტერესების გამო, ფასი 7 მილიონ ევრომდე გაიზარდა. 

მილანურმა კლუბმა ლეაუ 2019 წელს 29,5 მილიონ ევროდ იყიდა ფრანგული "ლილიდან". ამ დროისთვის ფეხბურთელმა "როსონერის" შემადგენლობაში 123 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა გააკეთა.