ავტორიზაცია

ნასერ ალ ხელაიფი სუპერლიგაზე: "ჩვენ ყველაზე უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ საკუთარ თავზე"

ნასერ ალ ხელაიფი სუპერლიგაზე: "ჩვენ ყველაზე უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ საკუთარ თავზე"
თარიღი 29 სექ 2022, 11:23
"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ განაცხადა, რომ გუნდი სუპერლიგის პროექტს არასოდეს შეუერთდება. 

"ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ სუპერლიგის ჩატარების უფლებას არავინ მისცემს. ჩვენ ყველაზე უნდა ვიფიქროთ და არა მხოლოდ საკუთარ თავზე. სუპერლიგა "მხოლოდ საკუთარ თავზე" ფიქრი იყო. პსჟ არასოდეს შეუერთდება ამ პროექტს", - ამბობს ალ-ხელაიფი. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში 12 ევროპულმა კლუბმა გამოაცხადა ევროპის სუპერლიგის შექმნა. თუმცა ორი დღის შემდეგ გუნდების უმეტესობამ ტურნირი დატოვა და პროექტი შეჩერდა. 

აპრილში, მადრიდის კომერციულმა სასამართლომ გააუქმა ზომები, რომლებიც ხელს უშლიდა უეფასა და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (FIFA) დაეწესებინათ სანქციები კლუბებისთვის, რომლებიც აპირებდნენ ახალი ტურნირის შექმნას.