ავტორიზაცია

რიჩარლისონი რასიზმის შესახებ: "სანამ არის ბლა ბლა ბლა და არ იქნება სასჯელი, ეს გაგრძელდება"

რიჩარლისონი რასიზმის შესახებ: "სანამ არის ბლა ბლა ბლა და არ იქნება სასჯელი, ეს გაგრძელდება"
თარიღი 29 სექ 2022, 11:59
რიჩარლისონმა ისაუბრა ფეხბურთში რასიზმზე. შეგახსენებთ, რომ "პარკ დე პრენსზე" ამხანაგურ მატჩში ტუნისის ნაკრებთან (5:1) გოლის აღნიშვნისას "ტოტენჰემისა" და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს ბანანი ესროლეს.

მსოფლიო ფეხბიურთი მართველმა ორგანომ, ფიფამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"სანამ არის ბლა ბლა ბლა და არ იქნება სასჯელი, ეს გაგრძელდება ყოველდღე და ყველგან. დრო არ არის! #უნტრასიზმი“, - დაწერა რიჩარლისონმა ტვიტერზე. 

25 წლის ფორვარდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ბრაზილიის ნაკრებში 2022 წელს  4 შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა.