ავტორიზაცია

ლუკა მოდრიჩი ტრავმირებულია - ხორვატი სავარაუდოდ ორ თამაშს გამოტოვებს

ლუკა მოდრიჩი ტრავმირებულია - ხორვატი სავარაუდოდ ორ თამაშს გამოტოვებს
თარიღი 29 სექ 2022, 12:20
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს ხორვატიის ნაკრებში თამაშის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

As-ის ცნობით, ნახევარმცველმა, მადრიდის "რეალში" დაბრუნების შემდეგ, ბარძაყის კუნთების გადაჭიმვის გამო, ძირითად ჯგუფთან ვარჯიში ვერ შეძლო.

ის ერთ კვირაში შეძლებს გუნდთან ერთად სრულ ვარჯიშს დაუბრუნდეს. 37 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, გამოტოვებს "ოსასუნასთან" 2 ოქტომბერს და "შახტართან" 5 ოქტომბერი მატჩების ჩატარებას, მაგრამ მზად იქნება "ხეტაფესთან" 8 ოქტომბერი სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუკა მოდრიჩმა ლა ლიგის გათამაშებაში 6-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.