ავტორიზაცია

ვინაა მუნდიალის მთავარი ფავორიტი? - ტონი კროოსის კომენტარი

ვინაა მუნდიალის მთავარი ფავორიტი? - ტონი კროოსის კომენტარი
თარიღი 29 სექ 2022, 13:08
ტონი კროოსი ბრაზილიას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.

"ბრაზილია ჩემი მთავარი ფავორიტია. იქ რეალის სამი-ოთხი ფეხბურთელია, რომლებსაც ყოველდღე ვხედავ. ვფიქრობ, ისინი ძალიან კარგები არიან. გარდა ამისა, თუ გადავხედავთ ბოლო შედეგებს, ბრაზილია ყველა მატჩს იგებს.

მათ ძალიან სწყურიათ გამარჯვება. მათ ჰყავთ მებრძოლების კარგი ნაზავი, რომლებიც მზად არიან შევიდნენ ყველა სახსარში და მათ, აქვთ შესანიშნავი ტექნიკა. 

გერმანიის მატჩს ცალი თვალით ვუყურე, ალბათ 3:3 სამართლიანი შედეგია. ორივე გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა გადაეწყვიტა მატჩის შედეგი თავის სასარგებლოდ. როდესაც ანგარიში 2-0 გახდა, მეგონა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ ინგლისი მშვენივრად დაბრუნდა. ამის შემდეგ გერმანია მთლიანად დაიკარგა. “, - თქვა კროოსმა.