ავტორიზაცია

დანიელე ადანი კვარაცხელიაზე: "წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეუჩერებელი ხდება"

დანიელე ადანი კვარაცხელიაზე: "წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეუჩერებელი ხდება"
თარიღი 29 სექ 2022, 14:07
"ბრეშას”, “ლაციოს”, მილანის “ინტერის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანმა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ადანი პოზიციით ცენტრალური მცველი იყო და მან გაამხილა, თუ როგორ უნდა ითამაშონ მის წინააღმდეგ ცენტრალურმა მცველებმა, რომ ქართველი გააჩერონ.

"კვარაცხელია? მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან და სპალეტის თამაშიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ეს შეიძლება წარმატებული თანამშრომლობა ყოფილიყო. 

ქართველს უპირატესობას ანიჭებს ფლანგზე მარტივად გაქცევა. როგორ შეიძლება მისი არაპროგნოზირებადობის შეზღუდვა? მთავარია მისთვის დროის მოგება. 

მთავარია დრო დააკარგვინო. სწორი მომენტი უნდა შეარჩიო. თუ თავს დაბლიდან იცავ და პასიური ხარ, ვერაფერს გახდები. მის შეჩერებას გუნდური ძალისხმევა სჭირდება, ფლანგის მცველი ცენტრალური მცველის დახმარების მოლოდინშიც უნდა იყოს, ასევე საჭიროა ნახევარმცველის დახმარებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეუჩერებელია“, - თქვა ადანმა.