ავტორიზაცია

ლევან სეთურიძე მამარდაშვილზე: "მიწაზე მყარად დგას, ისევე როგორც კვარაცხელია"

ლევან სეთურიძე მამარდაშვილზე: "მიწაზე მყარად დგას, ისევე როგორც კვარაცხელია"
თარიღი 29 სექ 2022, 15:00
საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის აგენტი ლევან სეთურიძე იტალიურ მედიასთან ინტერვიუში არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"როდესაც მამარდაშვილი ვალენსიაში ჩავიდა, მან პირდაპირ მილანის წინააღმდეგ ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სევილიასთან თამაშში მან მხოლოდ ერთი პატარა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ოთხი თვის შემდეგ, როცა თამაში დაიწყო, მაინც საუკეთესო იყო მოედანზე. 

ძლიერი პერსონაჟია, მიწაზე მყარად დგას, ისევე როგორც კვარაცხელია. ყველა ჟურნალისტი, გულშემატკივარი და ინსაიდერი რომც ლაპარაკობს მათზე, ამით მათი მენტალიტეტს არ იცვლება.

გატუზოსთან მუშაობა? ეს შესანიშნავი. როდესაც გიორგი ვალენსიაში ჩავიდა, გატუზომ მას პირადად დაურეკა და უთხრა, მინდა შენთან მუშაობა, და ის დარჩა ვალენსიაში. ",- თქვა სეთურიძემ.