ავტორიზაცია

"მბაპე მესის და რონალდუს მემკვიდრეა "- ბლეზ მატუიდი

"მბაპე მესის და რონალდუს მემკვიდრეა "- ბლეზ მატუიდი
თარიღი 29 სექ 2022, 16:22
მაიამის "ინგტერის" ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი კილიან მბაპეს ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს მემკვიდრედ მიიჩნევს.

"კილიან მბაპე ოქროს ბურთის ერთ-ერთი პრეტენდენტია, აქედან გამომდინარე მას აქვს შანსი. მან აჩვენა, რომ მიუხედავად მისი პატარა ასაკისა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. 

მისი თამაში შთამბეჭდავია, ეს ვარჯიშზეც ჩანს. მბაპეს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ წელს ან მომავალ წელს ოქროს ბურთი მოიგოს. ვფიქრობ, ის მესის და რონალდუს მემკვიდრეა“, - თქვა მატუიდიმ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში 7 მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.