ავტორიზაცია

Transfermarkt-მა პოლონეთში ფასები განახლდა - მხოლოდ გაფრინდაშვილის ღირებულება გაიზარდა

Transfermarkt-მა პოლონეთში ფასები განახლდა - მხოლოდ გაფრინდაშვილის ღირებულება გაიზარდა
თარიღი 29 სექ 2022, 16:57
ავტორიტეტულმა გერმანულმა სტატისტიკურმა ცენტრმა Transfermarkt-მა ევროპული ჩემპიონატების უდიდეს ნაწილში ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

დღეს, პოლონეთის ექსტრაკლასაში მოასპარეზე ფეხბურთელთა მონაცემები შეიცვალა. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ვისი ფასიც გაიზარდა თორნიკე გაფრინდაშვილი გახლავთ. "ზაგლებიეს" 25 წლის ნახევარმცველის ფასი 75 000-ით გაიზარდა და 400 000 ევროს შეადგენს.

"ლეხ პოზნანის" ფეხბურთელების გიორგი წიტაიშვილის და ნიკა კვეკვესკირის ფასი შემცირდა. პირველი მათგანი 200 000-ით გაიაფდა და 800 000 ევრომდე დაეცა. კვეკვესკირის ღირებულება 100 000-ით შემცირდა და 700 000 ევროს შეადგენს. 

ასევე, "რაკუვის" ნახევარმცველის ვაკო გვილია 500 000 ევრომდე ჩამოვიდა.  "კორონას" შემტევი ლუკა ზარანდია 200 000 ევრო ღირს.

"კრაკოვიას" მცველის ოთარ კაკაბაძის (500 000) და "ზაგლებიეს" მცველის გურამ გიორბელიძის (450 000) სატრანსფერო ღირებულება უცვლელი რჩება.