ავტორიზაცია

ბონიეკი კვარაცხელიაზე: "ბრაზილიელი, არგენტინელი ან თუნდაც ხორვატი რომ იყოს, რა ეღირებოდა?"

ბონიეკი კვარაცხელიაზე: "ბრაზილიელი, არგენტინელი ან თუნდაც ხორვატი რომ იყოს, რა ეღირებოდა?"
თარიღი 29 სექ 2022, 18:03
"რომას" და "იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზიბი ბონიეკმა იტალიურ მედიასთან "ნაპოლის" სატრანსფერო აქტივობები შეაფასა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. 

"კვარასა და კიმის, ალბათ ნაკლებად ცნობილი მოთამაშეების ჩამოსვლა, არის იმის დასტური, რომ იდეებისა და კომპეტენციაზე დაყრდნობით შეგიძლია შექმნა ძლიერი გუნდი.

ის არის ბიჭი, რომელიც ყოველთვის წარმატებული იყო, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები აქვს და ბრაზილიელი, არგენტინელი ან თუნდაც ხორვატი რომ იყოს, სწორი მმართველობით, რა ეღირებოდა? 

სანაცვლოდ, ნაპოლიმ შეთანხმება დადო და 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ქართველი გუნდს კარგად მოერგო და მთლიანი გუნდი კარგად თამაშობს. ",- თქვა ბონიეკმა.