ავტორიზაცია

"ხვიჩა ნიჭით არშავინის დონისაა "- იური სიომინი

"ხვიჩა ნიჭით არშავინის დონისაა "- იური სიომინი
თარიღი 29 სექ 2022, 23:59
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინი თვლის, რომ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ნიჭით ანდრეი არშავინის დონისაა.

"ხვიჩა ნიჭით არშავინის დონისაა. ფეხბურთის მსგავსი ოსტატები თითებზე ჩამოსათვლელია. ის შეიძლება 100 მილიონი ევრომდე ღირდეს. მთავარია მისი პროგრესი უწყვეტი იყოს. 

ასევე, საჭიროა იმის სწავლა თუ როგორ გაუმკლავდე ლიდერის როლს. ერთია როდესაც რამდენჯერმე გაიბრწყინებ და ყველას უკვირს, მაგრამ სულ სხვაა როდესაც გულშემატკივარი შენგან ყოველთვის საუკეთესო თამაშს ელის. მათ მოლოდინები სრულად უნდა გაუმართლო და ეს რთულია. ",- თქვა სიომინმა. 

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია 2019 წელს სწორედ სიომინის ხემძღვანელობით მოსკოვის "ლოკომოტივის" რიგებში გამოდიოდა.