ავტორიზაცია

ლევანდოვსკი დამარცხდა - ლა ლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

ლევანდოვსკი დამარცხდა - ლა ლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
თარიღი 30 სექ 2022, 00:15
ცნობილი გახდა ლა ლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა. 

პრიმერა დივიზიონის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი, ფედერიკო ვალვერდე დასახელდა. 

სექტემბერში ვალვერდემ „რეალთან“ ერთად ლა ლიგის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ურუგვაელის გარდა ამ ჯილდოსთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოდნენ: 

რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), დანი პარეხო (ვილიარეალი), სამუ კასტილიეხო (ვალენსია), ლუის ფელიპე (ბეტისი), ბრაის მენდესი (სოსიედადი) და ნიკო უილიამსი (ბილბაო).