ავტორიზაცია

ტონი კროოსი ამ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს?!

ტონი კროოსი ამ სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს?!
თარიღი 30 სექ 2022, 00:18
დიდი შანსია, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ამ სეზონის ბოლოს კარიერა დაასრულოს. 

 AS-ის ინფორმაციით, 32 წლის გერმანელი ფეხბურთელი „რეალთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს აცხადებს, მოქმედი კი სეზონის ბოლოს ეწურება. 

 ესპანური გამოცემის ვარაუდით, „მადრიდში“ ფიქრობენ, რომ გერმანელს კარიერის დასრულება აქვს გადაწყვეტილი. ტონის პიკზე ყოფნისას სურს წასვლა და სოლიდურ ასაკამდე თამაშს არ აპირებს. 

 გარდა ამისა, კროოსი ფიქრობს, რომ დროა, ახალგაზრდებს დაუთმოს ადგილი და მისი წასვლა მათ პროგრესს დააჩქარებს. 

 თავის მხრივ, „რეალში“ სურთ, რომ გერმანელმა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს კონტრაქტი და კარიერა 2024 წელს დაასრულოს. ჯერჯერობით, მისი წასვლა გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ის უფრო ბუცების ლურსმანზე დაკიდებისკენ იხრება, ვიდრე კონტრაქტის გახანგრძლივებისკენ.