ავტორიზაცია

კილიან მბაპემ პსჟ-ში უკმაყოფილების ახალი მიზეზი მიიღო - ფრანგი ბოლომდე კმაყოფილი კვლავ არ არის

კილიან მბაპემ პსჟ-ში უკმაყოფილების ახალი მიზეზი მიიღო - ფრანგი ბოლომდე კმაყოფილი კვლავ არ არის
თარიღი 30 სექ 2022, 00:30
კილიან მბაპე „პსჟ-ს“ მიერ ჩატარებული სატრანსფერო კამპანიით უკმაყოფილოა. 

 RMC Sport-ის ინფორმაციით, ფრანგს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ პარიზულმა კლუბმა ზაფხულში „ცხრიანი“ არ დაიმატა. ამ საკითხში ის ლუიშ კამპუშს ეთანხმება, რომელმაც ახლახანს ინტერვიუში დასძინა, რომ „პსჟ-ს“ სატრანსფერო კამპანია არ ყოფილა ბოლომდე წარმატებული. 

 იგივე აზრი გამოთქვა ინტერვიუში მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემაც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ გუნდს ახალი ცენტრალური მცველი და ცენტრფორვარდიც ესაჭიროებოდა. 

 გასულ კვირას მბაპემ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ ნაკრებში გაცილებით თავისუფლად თამაშობს, ვიდრე კლუბში, იმიტომ რომ საფრანგეთში ჟირუს ტიპის „ცხრიანი“ ჰყავს გვერდით. 

 იწერება, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებისას მბაპეს დაპირდნენ, რომ გუნდი გაძლიერდებოდა და მსოფლიო დონის „ცხრიანის“ მოყვანა ერთ-ერთ პრიორიტეტადაც ითვლებოდა, კილიანი კი ახლა უკმაყოფილოა იმით, რომ კლუბმა პირობა ვერ შეასრულა.