ავტორიზაცია

"არ ვფიქრობ, რომ ასეა", - პსჟ-ს მწვრთნელი მბაპეს საჯარო მოსაზრებას არ დაეთანხმა

"არ ვფიქრობ, რომ ასეა", - პსჟ-ს მწვრთნელი მბაპეს საჯარო მოსაზრებას არ დაეთანხმა
თარიღი 30 სექ 2022, 00:34
კრისტოფ გალტიემ კილიან მბაპეს სიტყვებს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ საფრანგეთის ნაკრებში უფრო თავისუფლად მოქმედებს, ვიდრე „პსჟ-ში“. 

 „არ ვფიქრობ, რომ მას კლუბში ნაკლები თავისუფლება აქვს. ჟირუს სახით მას ჰყავს პარტნიორი, რომელიც სივრცეებს უთავისუფლებს. 

ჩვენ ასეთი პროფილის ფეხბურთელი არ გვყავს, მაგრამ კილიანი ჭკვიანია და სხვაგვარადაც შეუძლია მოქმედება, როცა ლეო მესი და ნეიმარი აძლევენ პასებს.

 კილიანის ანალიზი სწორია. ის განსხვავებულ სისტემებში მუშაობს კლუბსა და ნაკრებში. ჩვენი თავდასხმა პრეზიდენტთან და ლუიშ კამპუშთანაც განვიხილე. ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ თავდასხმაში მეოთხე ფეხბურთელი გვჭირდება სულ სხვა პროფილის, მაგრამ ვერ დავიმატეთ. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. 

 ნეიმარს, კილიანს და ლეოს შორის სათამაშო ურთიერთობები განსხვავდება იმისგან, რომელიც მას ნაკრების თანაგუნდელებთან ჩამოუყალიბდა.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ მწვრთნელმა.