ავტორიზაცია

"ერთ დროს ხვიჩა იტალიურ კლუბებში მომუშავე მეგობრებს ვურჩიე "- სტანისლავ ჩერჩესოვი

"ერთ დროს ხვიჩა იტალიურ კლუბებში მომუშავე მეგობრებს ვურჩიე "- სტანისლავ ჩერჩესოვი
თარიღი 30 სექ 2022, 00:37
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად "ფერენცვაროშის" თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა რუსულ მედიასთან, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ჩერჩესოვის თქმით, მან კვარაცხელია იტალიურ კლუბებში მეგობრებს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ურჩია. 

"ერთ დროს იტალიურ კლუბებში მომუშავე მეგობრებმა დამირეკეს, კითხვა შემდეგი იყო თუ რუსეთის პრემიერ ლიგაში მოთამაშე რომელ ფეხბურთელს შეუძლია სერია A-ში თამაში? მე ვუპასუხე - ხვიჩას, თუმცა ის ჯერ კიდევ მოსკოვის ლოკომოტივში იყო და სათადარიგო შემადგენლობიდან თამაშობდა “, - განაცხადა ჩერჩესოვმა.

21 წლის შემტევმა "ნაპოლის" შემადგენლობაში ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.