ავტორიზაცია

"თუ ჩემი შვილი არა, მაშინ კრიშტიანუ-უმცროსი მაინც", - რონალდუს დედამ აღნიშნა, რამდენ წლამდე აპირებს ფეხბურთელი თამაშს

"თუ ჩემი შვილი არა, მაშინ კრიშტიანუ-უმცროსი მაინც", - რონალდუს დედამ აღნიშნა, რამდენ წლამდე აპირებს ფეხბურთელი თამაშს
თარიღი 30 სექ 2022, 00:38
კრიშტიანუ რონალდუს დედამ, დოლორეშ ავეირუმ ივარაუდა, რომ მისი შვილი 40 წლამდე ითამაშებს ფეხბურთს. 

 დოლორეში ლისაბონში ერთ-ერთ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მისი შვილის „სპორტინგში“ შესაძლო დაბრუნების საკითხსაც შეეხო. „თუ „სპორტინგში“ რონალდუ არ გადმოვა, მაშინ აქ კრიშტიანუ-უმცროსი ითამაშებს, გპირდებით. 

 წელს ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ დრო კიდევ არის. ღმერთმა ქნას, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. 

 ითამაშებს თუ არა ჩემი შვილი 40 წლამდე? უნდა ითამაშოს. სურვილი ნამდვილად აქვს და წესით, 40-მდე თამაში თავისუფლად უნდა შეძლოს.“ - აღნიშნა ფეხბურთელის დედამ.